მაია დერენის ქორეოსინემა
დერენი უმეტესად ფორმის ძიებითაა დაკავებული. მის ფილმებში, გარდა კულიოშოვის ეფექტისა (ეს უკანასკნელი თავის თავში მოიაზრებს დაუკარგოს საგნებს პირვანდელი მნიშვნელობა), წინ იშლება მოძრაობის უნატიფესი ფორმები, რომლის ფრთხილ ექსპრესიასაც ვხედავთ მის პირველ ფილმში "საღამოს ბადეები". ფილმს ამერიკაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნიუ-იორკ თაიმსის კრიტიკოსებმა მას "ქორეოსინემა" უწოდეს. ფილმში ფორმა, ჩრდილი, მოძრაობის სტრუქტურა უმთავრეს ადგილს იკავებს, დერენი ასახიერებს მომაჯადოებელ ქალს, რომელიც საკუთარი შინაგანი სამყაროს კვლევითაა გართული, ანუ საკუთარ თავს. მირაჟისეული კადრირებით, ის ქმნის ერთგვარ ფუგას, რომელიც საკუთარ თავში მოიაზრებს სამყაროს ილუზორულობას და სიზმრისეული წარმოსახვის წინაშე შლის ფართო ჰორიზონტს.
მედეას განდევნა
"მე მსურს, რომ ფრიდას აღარ მიუტანონ ის ცხვირსახოცი, რომლითაც საკუთარი შვილი გაგუდა!" - ამბობს "ოსტატი და მარგარიტას" ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პერსონაჟი, მარგარიტა. თუ განვიხილავთ ფრიდას პერსონაჟს, დავინახავთ, რომ საბჭოთა კავშირის მოძულე მიხეილ ბულგაკოვი შესაძლოა თავისდაუნებურად გენდერთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემატიკას ეხება: ქალის, როგორც იმ "პირველადი ფუნქციის" მატარებლის, რომელიც დედის როლს მოიაზრებს. მარგარიტა ემიჯნება კრიტიკას, რომელიც ქალის, მხოლოდ როგორც დედის პასუხისმგებლობაზე აკეთებს აქცენტს, ხოლო მამის, როგორც აღმზრდელის როლი აბსოლუტურად უგულებელყოფილია.
ტარკოვსკი, როგორც სექსისტი
რუსეთის ისტორია, სოციალურად, პოლიტიკურად თუ ხელოვნებაში, ყოველთვის გარკვეულ დოგმატიკაში იყო გატარებული. მე-19 საუკუნეში, არა პოლიტიკურ-სოციალური ინფორმაციის მედიუმი, არამედ გასართობი ჟურნალი "სევერნაია პჩელაც" კი ცენზურის პროდუქტად ჩამოყალიბდა და პუშკინის და გოგოლის კრიტიკას უთმობდა ფურცლებს. ეს დოგმატურობა ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა სექსიზმით, ჰომოფობიით, რელიიგის მიერ დეკლარირებული რწმენა-წარმოდგენებით, რამაც საბჭოთა კავშირის იდეოლოგიაზეც კი იქონია გავლენა. რუსული იდეოლგიისა და კულტურის შვილს წარმოადგენს ანდრეი ტარკოვსკი. მიუხედავად იმისა, რომ ამ კულტურამ გვიბოძა ისეთი რეჟისორები, როგორიცაა ეიზენშტეინი, ძიგა ვერტოვი და საფუძველი ჩაუყარა ისეთ მიგნებებს კინოში, როგორიცაა კულიოშოვის ეფექტი და ტარკოვსკის პოეტური ძიებები, ცენზურამ და ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიამ მაინც იქონია გავლენა ამ უკანასკნელზე.
‹‹
1
››


ფოტო
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ქვიარ დების გარბენის" 2019 წლის თანაორგანიზატორები იყვნენ "ახალგაზრდა მწვანეები" და "სტუდიომობილი - აქცენტი მოძრაობაზე". წლევანდელ გარბენით ყურადღება სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობის საკითხებზე გავამახვილეთ და ქვიარ და მწვანე მოძრაობების საერთო მიზნებზე ვისაუბრეთ. წლევანდელი გარბენის დევიზი: ქვიარ პოლიტიკა მწვანე პოლიტიკაა! "ქვიარ დების გარბენი", რომელსაც 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, WISG-ის ახალი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს ქვიარ თემის გაძლიერებას და აქტივისტური თანამშრომლობისა და ურთიერთობის ახალი სივრცეებისა და ფორმების ძიებას.
ქვიარ დების გარბენი - სოციალური და გარემოსდაცვითი სამართლიანობა
"ღამე და დღე" | ტრანს პერფორმანსი
ტყის ვარდი | ტრანს აუდიო გასეირნება
"ვნებები და უფლებები"- ნამუშევრები გამოფენიდან